ჩვენ შესახებ

კომპანია „გზაჯვარედინი“ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2007 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ლითონის საყრდენი კონსტრუქციების, საპარკინგე და გვირაბების ავტომატური სისტემების მონტაჟი და საგზაო მონიშვნების სამუშაოების შესრულებაა.

კომპანია თანამედროვე დანადგარებით აწარმოებს საგზაო ნიშნებს, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპული, სსტ ენ 12899-1:2010 სტანდარტის მოთხოვნებს. თანამედროვე ტექნოლოგიები და მსოფლიო წამყვანი ბრენდების პროდუქცია განსაზღვრავს ჩვენ მიერ წარმოებული საგზაო ნიშნების მაღალ ხარისხს. კომპანია ფლობს ხარისხის მართვის ISO9001:2015 სერტიფიკატს.

გარდა საგზაო ნიშნებისა, გზაჯვარედინი გთავაზობთ სხვადასხვა საგზაო დანიშნულების პროდუქციის დიდ არჩევანს, მათ შორის, სიჩქარის შემაფერხებელ ბარიერებს, საორიენტაციო ბოძკინტებს, შუქნიშნებს, შლაგბაუმებს, საგზაო საღებავებს, ლითონის კონსტრუქციებს, შუქამრეკლ ფირებს, საგზაო სარკეებს და მრავალ სხვას.

გზაჯვარედინი საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს სფეროს ისეთ წამყვან კომპანიებს, როგორიცაა 3M, Swarco, Graco, Adolf Nissen და მრავალი სხვა. ჩვენი გამოცდილი, პროფესიონალი გუნდი კი განაპირობებს ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს უმაღლეს ხარისხს.

 

ვენი მისია

 

ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული ჩვენი სტრატეგია და მზად ვართ, შევქმნათ უფრო წარმატებული და ძლიერი “გზაჯვარედინი”.

ჩვენ ყოველთვის ვავითარებთ და ვიყენებთ ჩვენს ძლიერ მხარეებს, ასევე, უდიდეს მისწრაფებას თანამშრომლობისა და ინოვაციებისკენ, რაც ხელს უწყობს კომპანიის ზრდასა და მომხმარებელთა კმაყოფილებას.

ჩვენ ვიზიარებთ და ვმოქმედებთ კლიენტების ბიზნეს ამოცანების ამოსახსნელად, მხარს ვუჭერთ ჩვენს თანამშრომლებს და ვზრუნავთ მათ კეთილდღეობაზე.